ახალი ამბებისამართალი

„სამწუხაროა, რომ გამოიკვეთა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ ჰყავდა შსს-ს დაკითხული“

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღესაც 3 არასრულწლოვანს გამოკითხავს. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მოზრდები რამდენიმე თვის წინ რომ გამოეკითხა, ისინი გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას შეძლებდნენ გამოძიებისთვის.

„სამწუხაროა, რომ გამოიკვეთა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ ჰყავდა შსს-ს დაკითხული, ან არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე დაკითხა შსს-მ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების არასრულყოფილად ჩატარების და წარმართვის გამო, ამ არასრულწლოვნებისგან კონკრეტული ინფორმაციების მიღება ვერ მოახერხა, რომლებიც ადასტურებენ საქმეში ახალი გარემოებების თუ ახალი ვერსიების გამოკვეთას. შსს-მ დაკარგა ძალიან ძვირფასი თვეები, 7-8 თვე, იმისთვის, რომ ყველა მოწმისგან მიეღო მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. მაგ. გუშინ, არასრულწლოვანმა, რომელიც საუბრობდა ახალი ვერსიის დეტალებზე, პირდაპირ განაცხადა, რომ თუ კი მას ამის შესახებ საუბარი მოუწევდა 2017 წლის დეკემბრის თვეში, მას შეეძლებოდა უფრო მეტი დეტალის აღდგენა და უფრო მეტი სიზუსტით მოყოლა იმ დიალოგების თუ გარემოებების შესახებ, რომელსაც ის ისმენდა და უყურებდა“,-განაცხადა აბესაძემ.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები