ახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა

იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განუცხადა.

„იუნკრების ძალიან დიდი ნაწილი დაიღუპა. ეს დღე ჩვენთვის სამახსოვროა, იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ საქართველოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის გრძელდება. იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ეს ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს. ვწუხვარ, რომ აქ მემორიალი კი არის, მაგრამ არანაირი ნიშანი იმ ისტორიისა არ არის, სკოლებიდან ახალგაზრდები ან უცხოელები რომ ამოვიდნენ, უნდა იცოდნენ აქ რა მოხდა, რა ბრძოლა ჩატარდა, რა დატვირთვა ჰქონდა და რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი” , – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები