ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ

დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ვერ გიპასუხებთ, რატომ ჩაითვალა, რომ ახლა უნდა გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერები. საერთოდ, დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ ცოტა სხვა ჭრილში, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. მგონია, აქ მე გამოვხატავ არა ჩემს პირად აზრს, არამედ საზოგადოების სურვილს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები