ახალი ამბებისპორტი

სახილ ალახვერდოვმა საქართველოს ნაკრებს 29-ე მედალი მოუტანა

მინსკში დღეს მეორე ევროპულ თამაშებზე შეჯიბრების ბოლო დღეა
დღეს მოკრივეთა შორის 49 კგ წონით კატეგორიის ფინალში სახილ ალახვერდოვი არტურ ჰოვანისიანთან შეხვედრაში 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ნაკრების მინსკის ევროპულ თამაშებზე სულ 29 მედალი აქვს მოპოვებული და გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილზე იმყოფება

შეგახსენებთ იმ სპორტსმენებს, როლებმაც მინსკში მედლები მოიპოვეს:

ოქრო (6) – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო), ბექა ბერძენიშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო).

ვერცხლი (9) – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ლიუბოვ გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სახილ ალახვერდოვი (კრივი)

ბრინჯაო (14) – ბექა ბერულავა (სამბო), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), ნინოსალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (პნევმატური პისტოლეტით სროლა), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ოთარ ერანოსიანი (კრივი), გოგიტა არქანია (კარატე), დათო ჩხარტიშვილი (ბერძულ-რომაული ჭიდაობა)

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები