ახალი ამბებიგანათლებაექსკლუზივიკულტურაპოლიტიკასაზოგადოება

სახელმწიფო – წარსულიდან დღევანდელობამდე

„კარგად მართულ ქვეყანაში, სიღარიბე სირცხვილად ითვლება. ცუდად მართულ სახელმწიფოში კი სიმდიდრეა საძრახისი" - კონფუცი

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორისა და პოლიტოლოგ – ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე – „ქართული სახელმწიფოებრივი აღორძინების ექსისტენციალური რესურსი“

საჯარო ლექცია ირაკლი ბათიაშვილმა მისივე წიგნის – „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ განხილვით დაიწყო. ავტორმა წიგნი გერმანელი ფილოსოფოსის – ფრიდრიჰ ვილჰელმ იოზეფ შელინგის ნაწარმოების „გამოცხადების ფილოსოფიის“ მიხედვით დაწერა. მისი ნააზრევი მოიცავს ყოფიერების პრობლემებს, მანკიერ პათოსებს, ექსისტენციალურ ავანსცენებსა და შეხედულებებს, რომლებიც ეპოქალურ სიდუხჭირეებს სრულყოფს. აქ, 21-ე საუკუნეშიც არსებული, მწვავე და გადაუჭრელი საკითხებია თავმოყრილი. ბატონმა ირაკლიმ კი, ის პრობლემები, რომლებიც შელინგმა განიხილა, თანამედროვე სტილში გააზრებით შესთავაზა მკითხველს, რადგან ნამდვილად დიდი გულგრილობაა საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების უკუსვლისა და კატასტროფის შუქჩრდილების ცქერა, თანამედროვე შეხედულებებისა და საჭირო ბერკეტების მოძიების გარეშე. მან ასევე შემოგვთავაზა ანალიზი საქართველოს უახლოესი წარსულისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მსგავსება-განსხვავებაზე.

ფილოსოფოსის როლი სწორედ ისაა, რომ დასვას კითხვები, რომლებიც თითოეული ადამიანის გონებას ჩაწვდება, გამოიწვევს სულიერ კონფლიქტსა და გააღვივებს კვლევა-ძიების სურვილს – დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად. ბატონმა ირაკლიმ დასვა საკითხი, თუ რას ნიშნავს შელინგთან პოტენციის გაუცხოება? როგორ აისახება ეს ფენომენი ჩვენს უახლეს ისტორიაზე? გვაქვს თუ არა ამის საკმარისი ექსისტენციალური რესურსი? და რას ნიშნავს ზოგადად ექსისტენციალიზმი, როგორც სიტყვის ჭეშმარიტი დეფინიცია? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურებოდა მისი საჯარო ლექცია.

ავტორი : დეა ცომაია

P.S როდესაც პირველად შევაღე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი, მაშინ მივხვდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობისა და ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი პირველი ფილოსოფიის ლექციაც – „ფილოსოფიის შესავალში“ სწორედ ირაკლი ბათიაშვილმა წამიკითხა, შესაბამისად ჩემი ფილოსოფიური ფუნდამენტიც მისი დამსახურებაა… არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია. მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ბატონი ირაკლის სტუდენტი.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები