ახალი ამბებიდავით ნემსაძეპოლიტიკა

საჯარო მიმართვა ბიძინა ივანიშვილს!

მოგმართავთ როგორც ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცეზე პასუხისმგებელ პირს.
სახეზეა აშკარა საფრთხე რომელსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იწვევს.

მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო სულისკვეთების მიზანმიმართული განადგურება.

დღემდე მინისტრის ბრძანებით არაერთ არასწორ მიდგომას ჰქონია ადგილი, თუმცა არმიაში არატრადიციული თემის ასე აშკარად შეტანამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ყოველივეს.

ქართული არმია რომელიც ტრადიციულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე იდგა და უნდა იდგეს, სამხედრო – პოლიტიკური მმართველობისგან განიცდის აშკარა ღალატს.

შეგახსენებთ რომ საბრძოლო სულისკვეთება არის ერთადერთი და შეუცვლელი იარაღი რომლის დაცემაც სწორედ არატრადიციული სექსუალური თემების შეტანით და ჯარის დემორალიზაციით ხდება.

ლევან იზორიას მიმართ სახელისუფლებო კონტროლის არ არსებობამ გამოიწვია არმიის ლოგისტიკური მომარაგების მოშალა. პრივატულმა მიდგომებმა კერძოდ ტენდერების მოგების სიხარბემ, ჯერ სამხედრო ამუნიციის გარეშე დატოვა პირადი შემადგენლობა, შემდეგ კვების რაციონი გაანადგურეს.

ჯარისკაცები დადიან დახეული ბატინკებით, ხოლო საბრძოლო მორიგეობებზე მყოფ პირად შემადგენლობას არ მიეწოდება შესაბამისი ნორმით დადგენილი კვების რაციონი.

არმიას არ გააჩნია თანამედროვე აღჭურვილობა. ხოლო ე.წ. ,,დელტა” სამხედრო სამეცნიერო ცენტრი მხოლოდ სამშვიდობო მისიებში გასაგზავნი კონტიგენტისთვის ქმნის ჯავშანჟულეტებს და ჩაფხუტს.

აქვე გკითხავთ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია რატომ გამოირჩევა თავდაცვის მართველობა ასეთი დისკრიმინაციული მიდგომით საქართველოში მყოფი ჯარისკაცების მიმართ?

ვინ დაადგინა რომ ერის დაცვაზე მეტად პრიორიტეტი სამშვიდობო მისიებია?

ყოველივე ამის შემდეგ არმიისთვის მიუღებელია სექსუალურ დისკრიმინაციაზე საუბარი.

ჯარი უარყოფითად იღებს ასეთ პოლიტიკურ იდეოლოგიას განსაკუთრებით მაშინ როდესაც მინისტრი ფაქტიურად ბინათმფლობელი გახდა და არმიის მართვასთან ერთად სამაკლერო საქმიანობასაც ითავსებს.

აქვე შეგახსენებთ რომ უამრავი ოფიცერი ცხოვრობს ქირით ხოლო ,,სამხედრო ქალაქში” ბინები ჯერ ნეპოტიზმით გაიცემა შემდეგ კი იყიდება რიგით მოქალაქეებზე.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის რომლებსაც ბინის ქირაში ხელფასის ნახევარზე მეტი გასდით ყოველმხრივ მიუღებელია და ამორალურია ისეთი მინისტრი რომელიც ბინებს აქირავებს.

,,დელტას” სამხედრო სამეცნიერო ცენტრი რომელსაც უჩა ძოძოაშვილი ხელმძღვანელობს გადაქცეულია ე.წ. თავშესაფარად სადაც გლდანის ეკლესიის დამრბევი ზონდერები ჰყავთ დასაქმებული.

ცენტრ ,, დელტაში” არსებობს უამრავი ფინანსური დარღვევა რომელსაც მიზანმიმართულად არ იძიებს იზორიას უწყება და არც ფინანსური აუდიტის სამსახური.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ,,დელტა” წარმოადგენს ელიტარული კორუფციის წყაროს რაც ხდება მინისტრ იზორიას უძრავი ქონების ზრდის მიზეზი.

უჩა ძოძოაშვილის მიდგომები იმდენად არასახელმწიფოებრივი და ბუტაფორიულია რომ ლუდის ქარხნის ტექნოლოგს უფლება მისცა შეექმნა ე.წ. სნაიპერული შაშხანა ,,სატევარი” რომელზეც უამრავი თანხა გაიწერა შედეგი კი როგორც მოსალოდნელი იყო ფატალური აღმოჩნდა.

გასაოგნებელია როცა სამხედრო სამეცნიერო ცენტრში მუშები სოციალური პრობლემებით იფიცებიან ადგილი აქვს ყალბ დაპირებებს, ხოლო იქ მინდინარე უწესრიგობებში მოიხსენიება უჩა მამაცაშვილის სახელი და მისი ფინანსური ინტერესები.

გამომდინარე აღნიშნულიდან მოვითხოვთ უახლოეს მომავალში სამხედრო პროკურატურის და სამხედრო ტრიბუნალის აღდგენის მიზნით, ასევე სამხედრო ომბუდსმენის დღეს უფუნქციო ინსტიტუტის სახალხო დამცველის აპარატიდან ცალკე უწყებად განცალკევების მოტივით სამუშაო ჯგუფის შექმნას და საზოგადოების ჩართულობით დიალოგის დაწყებას.

ხოლო თუ თავდაცვის სამინისტროში არ შეჩერდება არატრადიციული სექსუალური უმცირესობის თუნდაც ირიბი წესით ლობირება სემინარები, ტრენინგები, სერთიფიკატები და ა.შ.

თუ თავდაცვის უწყებაში კერძოდ ,,დელტაში” არ შევა ფინანსური კონტროლის სამსახურები და არ მოხდება გაჭირვებული ერის მიერ გაღებული ხარჯების აუდიტი ხოლო შემდგომში გამოვლენილი დამნაშავეების სამართლებრივი დასჯა.

თუ მმართველი პარტიის ეშელონებიდან კვლავ გაგრძელდება უჩა ძოძოაშვილის არაკომპეტენტურობის მფარცელობა

მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებით მივმართოდ პროტესტის რადიკალურ ფორმებს. აქვე შეგახსენებთ რომ ვართ თადარიგის სამხედროები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ომების მონაწილეები და ჩვენთვის კარვის გაშლა მასში ცხოვრება და იდეისთვის ბრძოლა სხვა სოციუმზე მეტად ნაცნობია მისაღები და ასატანიც.

გამოვთქვამთ იმედს რიმ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნები სახელმწიფოებრივად იქნება გაგებული და არ მოგვიწევს ,,ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო კარვებში ცხოვრება.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები