ახალი ამბები

საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიდერობს

IDFI-მ ჩაატარა კვლევა საჯარო ინფორმაციის გავრცელების შესახებ. კვლევის მიხედვით, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს 96%-იანი მაჩვენებელი აქვს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წლებთან შედარებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუმჯობესა და ამ კუთხით მუშაობა და საჯარო დაწესებულებებს შორის პირველ ადგილზეა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი რეკომენდაციებსაც გამოსცემს და მოუწოდებს სხვა საჯარო დაწესებულებებს, საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განათავსონ ყველა ის ფინანსური თუ სხვა საჯარო დოკუმენტი, რომლზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.
მნიშვნელოვანი ის ფაქტო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე აქვეყნებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები