ახალი ამბებისაზოგადოება

საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ შიბლიანის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ავტოავარია დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

დაშავებულებს შორის ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვი არიან. ისინი ჯერ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, თბილისში, ბოკერიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები