ახალი ამბებისოციალური მედია

საგანგაშო ვითარება ოკუპირებულ ახალგორში – “პაციენტების მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდება, მაღაზიებში პროდუქტი გამოილია”

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ორი დღის წინ დავწერე პოსტი ახალგორელების პრობლემებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ჩაკეტა ახალგორი მას შემდეგ, რაც ჩორჩანას ტყეში გაიხსნა ჩვენი საგუშაგო.

1500 მა ადამიანმა მოასწრო გამოსვლა. დანარჩენები ჩარჩნენ.

კულუარული ინფორმაციით, ახალგორი დაკეტილი იქნება მანამ სანამ ქართული მხარე ჩორჩანაში საგუშაგოს დემონტაჟს არ მოახდენს.

ახალგორის მოსახლეობა ცდილობს მიიპყროს ხელისუფლების ყურადღება, მაგრამ ამაოდ.

ავადმყოფები ვერ გადმოდიან არაოკუპირებულ საქართველოში, სიმსივნით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა უარესდება ყოველ წუთს, პროდუქტი მაღაზიებში გამოილია, ჩვენი ხელისუფლების უყურადღებობის ფონზე ახალგორის მოსახლეობამ ბიბილოვს მიმართა წერილით.

გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, იქნებ ვინც პასუხისმგებელია ამ პრობლემების მოგვარებაზე ან მინიმუმ მცდელობაზე, მიუვიდეს და რაღაც რეაგირება მაინც მოახდინოს.”- წერს დავით ქაცარავა ფეისბუკზე.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები