ახალი ამბები

საბანკო კრედიტები A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის

დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის კონკრეტული შეღავათიანი წინადადება ამოქმედდება, რათა მათ შეღავათიანი სესხის მიღება და არსებული ავტომობილების ახლით ჩანაცვლება შეძლონ.
„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მიმართულებაა. ამ მიზნით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ბევრი რამ დავთმეთ. გვსურს, ერთი მხრივ, ხელი შვუწყოთ ტაქსის მძღოლებს და მეორე მხრივ, დედაქალაქში ტაქსები იყოს მოწერიგებული, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, იყვნენ კმაყოფილი. ტაქსები იყოს სუფთა და ავტომობილები გამართული, რადგანაც ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა და ყველა განვითარებულ ქალაქში ასეთი მიდგომაა. ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი შემოსავალი არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომ, მათ უჭირთ ბანკებიდან სესხის აღება, ავტომობილების შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, თავად ბანკები ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და კონკრეტული შეთავაზებები იქნება ტაქსის მძღოლებისთვის. კონკრეტული პროგრამები მზადდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და ჩაანაცვლონ ავტომობილები. იქნება იაფი კრედიტები და ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები