ახალი ამბებიპოლიტიკა

“სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმეების გამოძიებით პროკურატურის მიმართ ნდობა გაიზარდა” – თადუმაძის მოადგილე

უზენაესი მოსამართლეობის კაკდიდატსი მამუკა ვასაძე, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლებრივი საქმეების გამოძიებით საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობა გაიზარდა.
როგორც ვასაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მამუკა ჩიქოვნმა ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სწორედ ასეთი საქმეებით გაიზარდა ნდობა უწყების მიმართ:

“ასეთი არაერთი სისხლისსამართლის საქმე მინდა დაგისახელოთ, რომელიც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოიძია. ესენია: ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები. შეგახსენებთ, რომ ოთხი საქმეა, საიდანაც ორზე განაჩენია დამდგარი. ყოფილი პრემიერისა და ვაზაგაშვილის საქმეები… ვფიქრობ ეს ის სისხლის სამართლის საქმეებია, რომელმაც საზოგადოებაში სავარაუდოდ, ნდობის ხარისხი პროკურატურის მიმართ გაზარდა,” – აცხადებს ვასაძე.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები