ახალი ამბებიმსოფლიო

რუსული რაკეტით ჩრდილოეთი კვიპროსის ტურისტული კუნძული დაიბომბა

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება , რუსული წარმოების რაკეტა აფეთქდა კვიპროსის ერთ-ერთ კუნძულზე , ნიქოზიასთან ახლოს . გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზანს აცდენილი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა s-200-ის დეტონირება მოხდა კვიპროსში , რომელიც სირიის სამთავრობო ძალებმა ესროლეს ებრაულ ბომდამშენებს სწორედ მაშინ, როდესაც ისინი ანხორციელებდნენ ქალაქ ჰომსში სირიულ საჯარისო შენაერთებზე იერიშებს. ჩრდილოეთი კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კუდრეტ ოზერსეიმ , განაცხადა , რომ სირიის რუსული ანტი-საჰაერო სისტემა ს-200-ის რაკეტა აცდა ებრაულ თვითმფრინავებს და სირიის სანაპიროებიდან 70 მილის მოშორებით ჩამოვარდა ჩრდილოეთ კვიპროსში, ვუონოს რეგიონში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები