ახალი ამბებისაზოგადოება

რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია

წუხელ ღამით, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში CO-თი ინტიქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. ბუნებრივი აირის ნამწვით ერთდროულად ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“შემოყვანილია 6 მცირეწლოვანი, მათგან უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა კი ერთი წლის. ორმა სახლში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინების შეგრძნება და თავის ტკილი აღენიშნებოდა. ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და სახლში გაეწერებიან”, – განაცხადა ბავშვთა საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ლია ქორთიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა აბაზანაში ბავშვებს აბანავებდა, რა დროსაც, ერთმა მათგანმა გონება დაკარგა. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები