ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი აქცის მონაწილეების მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს

გაზიარება
სამართალი
21.06.2019 / 02:39
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი აქცის მონაწილეების მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი მოქალაქეების მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს. ცრემლსადენი გაზით მოწამლული მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ადგილას არიან განლაგებულები, ასვე ისმის სავარაუდოდ, რეზინის ტყვიის გასროლის ხმა

ამასთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ისინი, სავარუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

ამ დროისთვის კი რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. არიან დაშავებულები, მათ შორის , სამუშაო პროცესის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები