ახალი ამბებიმსოფლიო

რუსეთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში ბრალს ისრაელს სდებს

სირიაში გაუჩინარებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების, ეს-200-ის კომპლექსის რაკეტით ჩამოაგდეს. მიუხედავად ამისა, რუსეთი პასუხისმგებლობას ისარაელს აკისრებს. რუსული მხარის მტკიცებით, ისრაელის გამანადგურებლები რუსულ ილ-20-ს ამოეფარნენ.

რუსულ სამხედრო თვითმფრინავში 15 რუსი სამხედრო იმყოფებოდა. მათ დაღუპვას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებებს“ უკავშირებს.

რუსული მხარის განცხადებით, ისრაელის კუთვნილი F-16-ის ტიპის ოთხმა გამანადგურებელმა გუშინ, ლატაკიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. იერიშიდან მალევე, რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

როგორც მოსკოვში განაცხადეს, ისრაელმა მოსკოვი სირიაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ ავიაიერიშამდე ერთი წუთით ადრე გააფრთხილა.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები