ახალი ამბები

რუსეთში ტექნოლოგიურ ფორუმზე წარდგენილი რობოტი კოსტიუმში გადაცმული კაცი აღმოჩნდა

რუსეთის ქალაქ იაროსლავში ახლგაზრდულ ფორუმზე „მაღალტექნოლოგიური რობოტი“ აჩვენეს, რომელიც სინამდვილეში კოსტიუმში გადაცემული ადამიანი იყო.

ფორუმის წამყვანები აქებდნენ რობოტს, რომელსაც ცეკვა შეეძლო. მოგვიანებით სოციალურ ქსელში „რობოტის“ ძალიან „ადამიანური“ ქცევები შენიშნეს, – ის არ მოძრაობდა სიმეტრიულად და ვერ სცემდა პასუხს, სად იყო მარეგულირებელი მოწყობილობა, რისგან შედგებოდა მისი ელექტრონული სენსორები და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ამ „რობოტის“ ფოტოები გამოჩნდა, რომელზეც ჩანს, რომ რობოტის ფორმა ახალგაზრდას აცვია.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები