ახალი ამბებიმსოფლიო

„რუსეთის მთავრობა მესენჯერში რეგისტრაციის წესებს ართულებს“

5 მაისიდან რუსეთში, სხვადასხვა მესენჯერებში აბონენტთა დარეგისტრირების გართულებული წესი შემოდის. Viber, WhatsApp, Telegram და სხვა მესენჯერებში რეგისრაცია მხოლოდ სმს-კოდით აღარ მოხდება. მესენჯერის ადმინისტრაცია ვალდებულია რუსეთში მოქმედ მობილურ ოპერატორებს გადასცეს ახალი აბონენტის რეგისტრაციის მოთხოვნა, რომელიც მას დადებით ან უარყოფით პასუხს 20 წუთის შემდეგ გასცემს. მობილური ოპერატორი ვალდებული ხდება შეამოწმოს, ემთხვევა თუ არა აბონენტის მონაცემები მის ქსელში დარეგისტრირებულ ნომრის მონაცემებს.
მესენჯერი ვეღარ შემოიფარგლება კლიენტის სმს კოდით ვერიფიკაციის ჩვეულებრივი მეთოდით, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში მოქმედებს. თუ მესენჯერის ადმინისტრაცია უარს განაცხადებს ამ სახის ურთიერთობებზე, მას 1 მილიონი რუბლის ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო შემდგომ მისი მოქმედება შეიძლება საერთოდაც აკრძალონ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები