ახალი ამბებიმსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის დუმა გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას და რუსეთის კანონებით დასჯას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭოს წევრების მოსაზრებით, აუცილებელია ქართველ ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა პასუხისმგებლობა დაეკისროს, ამისთვის კი საჭიროა მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა.

„აუცილებელია მისი რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადირება, რომ ჩვენმა სასამართლომ განსაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. შემდეგ თუ ეს მოხდება, უკვე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, სად უნდა მოიხადოს ჟურნალისტმა სასჯელი რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე.“- განაცხადა ვოლოდინმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები