ახალი ამბებიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

რუსეთ–ჩინეთის სასურველი მსოფლიო წესრიგი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი და ჩინეთის ხალხის რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთმანეთს ახლო მეგობრებს უწოდებენ.

დონალდ ტრამპის ხისტმა საგარეო პოლიტიკამ და ჩინეთისთვის დაწესებულმა ტარიფებმა, ჩინეთის პრეზიდენტს ახალი სტრატეგიული პარტნიორების ძიებისკენ უბიძგა. აშშ არც რუსეთის ფედერაციას ინდობს სანქციების დაწესებისგან. აღმოსავლეთის ეკონომიკის სამიტზე პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი, საუბრობენ ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

“მე და ბატონი პრეზიდენტი ვთანხმდებით, რომ წლის დასაწყისიდან ჩინეთ–რუსეთის ურთიერთობები სწრაფად უმჯობესდება” – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მის “ახლო მეგობარ” ვლადიმერ პუტინთან საერთო ინტერესები უფრო გამოიკვეთა და ახალ, სწრაფად განვითარებად ურთიერთობას აანონსებს რუსეთის ფედერაციასთან.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები