ახალი ამბები

რუსა მაკოვსკი გორელი დიზაინერების კოლექციებს მოირგებს

ჩვენებები და პრეფორმანსები, კვირეულის ფარგლებში საზღვრისპირა სოფელშიც გაიმართება

საერთაშორისო პროექტს  “რეგიონ ფეშენ ვიკი” , რომელიც 20, 21 და 22 ივლის,  ქალაქ გორში გაიმართება, ოფიციალური სტუმარი ბერლინიდან რუსა მაკოვსკი შემოუერთდა 

რუსა მაკოვსკი ბერლინის ფეშენ ჰოლის პარტნიორი და  ცნობილი საგამოფენო სივრცის, მაკოვსკების არტ გალერეის ხელმძღვანელია.

 

 

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის – სოსო კავკავაშვილის განცხადებით  რუსა მაკოვსკი გორელი დიზაინერების ნინო ქარქუსაშვილის, სოფო ტუაევის, მარიამ პაპიტაშვილის და ლიზი მამულაშვილის კოლექციებით წარსდგება მაყურებლის წინაშე

მოგეხსენებათ, დიზაინრების ჩვენებები და პრეფორმანსები, კვირეულის ფარგლებში საზღვრისპირა სოფელშიც გაიმართება

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები