ახალი ამბებიგანათლებაკულტურა

როგორ უნდა განისაზღვროს ონლაინ სწავლების ეფექტურობა

                            როგორ უნდა განისაზღვროს ონლაინ სწავლების ეფექტურობა

მაია ცომაიას ბლოგი

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა, ბაღები,სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები დაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სისტემური ხედვა არ არსებობს, საუბარია პლატფორმაზე, რომლითაც პედაგოგები და ბავშვები აქტიურად ისარგებლებენ, სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

განათლების მინისტრმა 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.

ბევრი მასწავლებელი წერს სოციალურ ქსელში მოსაზრებებს ონლაინ სწავლებაზე. საინტერესოა როგორ უნდა განისაზღვროს სწავლების ამ ფორმის ეფექტურობა? ან  ის მეთოდები ან ის ელექტრონული გვერდები, რომლებსაც ცალკეული მასწავლებლები იყენებენ, ეფექტურია თუ არა, რა კრიტერიუმით ვამოწმებთ? სად არის ის რაღაც უნივერსალური, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ენაზე, სტანდარტის ენაზე ვილაპარაკოთ. ეპიდემიის ფონზე ახალი გამოწვევის საფრთხეც არსებობს აკადემიური კუთხით, რადგან არ ვიცით შეფასების კრიტერიუმებიც. 

თბილისის 117-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 1 არხის ყოფილი ჟურნალისტი მარიეტა საყვარელიძე მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებს, თუმცა არსებულით უკმაყოფილოა.

-ნამდვილი განათლების მიღება ოსტატისა და შეგირდის ჩვეულებრივი ურთიერთობა არაა!!!!
ესაა მადლის გაცემა და მადლის მიღება! ანუ ტალანტის გამრავლების ტოლფასი მოვლენა!!!

ამ ყველაფერს ვერასოდეს ჩაანაცვლებს!!! ვერც ონალაინები და ვერც ტელევიზიები!!!!

სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს პიარი იმაზე, თუ რა კარგია ონლაინსწავლება…და რამხელა საშუალებას აძლევს ადამიანს განათლების მისაღებად!

….ესაა სიცრუე!!!…ადამიანების გამოთაყვანებისა და მართვის უპირობო მეთოდი!!!
ონლაინხერხებით ადამიანი ნამდვილ რესურსებს ვერც დახარჯავს და ვერც აღიდგენს!

ონლაინსწავლება არ შეიძლება იყოს მუდმივი, განუსაზღვრელი…იგი სწავლების ერთ-ერთი ხერხია და არა მთავარი!წერს მარიეტა საყვარელიძე

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები