ახალი ამბებიმაია ცომაიამედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს

უსაფრთხო მეთოდი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე

როგორ ვუმკურნალოთ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს

    

 რესპირაციული სისტემის დაავადებები პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში მიმართვიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ. მწვავე რესპირაციული ინფექციების მაღალი სიხშირე პრაქტიკული მედიცინის სერიოზულ პრობლემად რჩება

 “ჰაიმორიტი” და “ფრონტიტი“-ამ დაავადებების შესახებ ბევრს სმენია, და ისიც რამდენი გართულების მოტანა შეუძლიათ მათ.

როგორ გავუმკლავდეთ აღნიშნულ პათოლოგიას სრულიად ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით, ამაზე ოტორინოლარინგოლოგი ოლღა ზვერევა-ჩოგოვაძე გვესაუბრება

ჰაიმორიტი და ფრონტიტი ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებია. ამ დაავადებების საერთო სახელწოდება სინუსიტი გახლავთ. განასხვავებენ სინუსიტის ორ ტიპს: მწვავე სინუსიტს– გრძელდება 2-3 კვირა, ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია, შემდგომ კი ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან და ქრონიკულ სინუსიტს, რომელიც,  არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ ვითარდება

 რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს?

— მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია, მარტივად რომ ვთქვათ- ჩვეულებრივი გაციებაა. ვირუსს შესწევს უნარი შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას.

რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს?

–  სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში გადადის. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და ანთებითი ექსუდატი აწვება სინუსების კედლებს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ლოყისა და ყვრიმალის არეში, ეთმოიდიტისთვის – ქუთუთოებისა და თვალბუდის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის. ფრონტიტის დროს სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციის ადგილას, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით – შუბლის მიდამოში. სფენოიდიტი  მიმდინარეობს ყურების, კისრისა და თავის ზედა ნაწილის ტკივილით.

როგორ მკურნალობთ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს?

-ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით კონსერვატული მეთოდი- ცხვრის წვეთები, სპრეი, მალამოები და ანტიბიოტიკები ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორიც არატრადიციული ანუ ფიტოთერაპიით მკურნალობა. ეს გახლავთ მცენარეული სანთლის წვის შედეგად მიღებული ბოლის შესუნთქვა, რომელიც აღწევს პირდაპირ წიაღებში, გამოყავს ექსუდატი (ჩირქი), აშრობს და სრულად აქრობს ანთებით პროცესს. დღევანდელ დღეს ამაზე ეფექტური მეთოდი არ არის არც ტრადიციულ და არც ხალხურ მედიცინაში.

ვისთვის არ შეიძლება აღნიშნული მეთოდით მკურნალობა?

-მეთოდი არის სრულიად უსაფრთხო და გვერდითი მოვლენების გარეშე, ამიტომ ყველას ვმკურნალობ ასთმიანების გარდა. თუ პაციენტი ბოლომდე ჩაიტარებს მკურნალობის კურს და ზუსტად დაიცავს ჩემს რეკომენდაციას, ვიძლევი გარანტიას, რომ აღნიშნული დაავადებები აღარ შეაწუხებთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა
-ჰაიმორიტისა და ფრონტიტის  განკურნებისთვის საჭიროა საშუალოდ 2 თვე (ინდივიდუალურად)

იხილეთ ოლღა ზვერევა-ჩოგოვაძის ფეისბუქ გვერდი:

https://www.facebook.com/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-1426583890931018/

ქ-ონ ოლღას შეგიძლიათ მიმართოთ

ტელ: (995) 593 43 96 10

თბილისი, თევდორე მღვდლის №9 (ყოფილი რკინი გზის სავადმყოფო)

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები