ახალი ამბებიმედიცინასაზოგადოება

როგორ მოქმედებს ასაკი ადამიანის მადაზე

ჭამთ, რათა იცხოვროთ, თუ ცხოვრობთ, რომ ჭამოთ?

ჩვენ საჭმელს ყოველდღე მივირთმევთ – ეს აუცილებლობაა, მაგრამ ასაკთან ერთად მისადმი დამოკიდებულებბა გვეცვლება და ამ ცვლილებებმა შეიძლებვა ჩვენს ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს. ამასთან, ეს ყოველივე სხვადასხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული – პროდუქტის ფასი, მათი არსებობა, რეკლამა, გარშემომყოფთა წნეხი და ა.შ.

თუმცა, არსებობს ერთი მთავარი რამ – მადა, რადგამ ჭამისკენ მიდრეკილებას მარტო შიმშილის გრძნობა არ აღძრავს.

კვლევებმა გვაჩვენეს ის ფაქტორები, რომელიც ჩვენ განგვაწობს ჭამისადმი. ესენია სუნი, ხმა, რეკლამა, სხისი ჭამის პროცესის დანახვა და აშ. თუმცა, მადაზე გარკვეულ გავლენას ასაკიც ახდებს.

განვიხილოთ ახლა მადის ცვალებადობა ადამიანის ცხოვრების ეტაპების მიხედვით.

0-10 წელი

ადრეულ ასაკში ჩვენი ორგანიზმი სწრაფი ზრდის პროცესს გადის, შესაბამისად ამ დროს მიღებული ჭამის ჩვევები, შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვეს – მაგალითად, გემოვნება. თუმცა, ყვეკლაზე სახიფათოა. რომ საყვარელი პუტკუნა ბავშვი მსუქან ზრდასრულად არ იქცეს. ასე რომ, ბავშვის იძულება, მაინცდამაინც ყველა ლუკმა გადაყლაპოს, იმის რისკს ქმნის, რომ ასაკშ იგი ზომიერების გრძნობას დაკარგავს, ვურ შეძლებს რეალურად მიუგდოს ყური მადასა და იმ სიგნალებს, რომელსაც მშიერი ორგანიზმი აძლევს მას.

10-20 წელი

ამ პერიოდში მადაზე გავლენას ჰორმონებიუ ახდენენ, რაც სქესობრივი მომწიფების დაწყებას აღნიშნავს. ამ კრიტიკული პროცესისა და საჭმლის ურთიერთდამოკიდებულება განსაზღვრავს კვებით ჩვევებსაც და შესაძლოა, მომავალი ცხოვრების სტილსაც, ამასთან, გადაწყვეტილებები, რომელსაც მოზარდები იღებენ კვების რაციონთან დაკავშრებით, მათი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზეც აისახება. არადა, თინეიჯერებს სჩვევიათ არაჯანსაღი კვებისადმი მიდრეკილება. განსაკუთრებით ეს ფასთფუდის პროდუქციას ეხება.

20-30 წელი

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი ცვლილებები, როგორიცაა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, ქორწინება ან პარტნიორის გაჩენა, დედობა დიდი პროვოცირებას უკეთებს წონის მატებას. არადა ამ ასაკში მომატებული წონის დაგდება საკმაოდ რთული ხდება. ორგანიზმი მუდმივად გვაწვდის სიგნალს, რომ იგი მადაზე მოვიდა ან შია, როდესაც ჩვენ იმაზე ნაკლებ საკვებს ვიღებთ, ვიდრე გვჭირდება, იმ დროს როდესაც ზედმეტი საკვების მიღების სიგნალები გაცილებით სუსტია. ამისთვის მრავალი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები არსებობს. მაგალითად, ჩვენ ადვილად ვჭამთ ნაყინბის დიდ პორციას, რადგან ორგანიზმი არ იძლევა სიგნალს, რომ ზედმეტი მოგვდის. იმ დროს როდესაც ცილებითა და წყლით მდიდარი საკვები ჩვენს ორგანიზმს სიმაძღრეს დიდხანს უნარჩუნებს.

30-40 წელი

სამსახური და აქტიური ცხოვრება ადამიანს დამატებით პრობლემებს უქმნის კვების კუთხით – მუდმივი შიმშილის გრძნობა, სტრესი, დროის უკმარისობა. ასევე მნიშვნელოვანია უკვე მკვეთრად ჩამოყალიბებული კვებითი ჩვევები. ყველაფერ ამას მივყავართ როგორც მადის ზრდის, ასევე მის გაქრობამდეც. ამ პერიოდში ადამიანი განსაკუთრებულად ეტანება მაღალკალორიულ საჭმელს, ან ფასთფუდს.

40-50 წელი

ამ ასაკში ადამიანთა უმრავლესობისათვის უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს სიტყვა “დიეტა”. მართალია, ყველას სურს ჭამოს ის რაც სურს, არაფერი შეცვალოს ცხოვრებაში და დარჩეს ჯანმრთელი, შეინარჩუნოს ნატელი გონება, მაგრამ…

არსებობს უკვე ძალიან ბევრი დამადასტურებელი კვლევა, რომელიც აცხადებს, რომ სწორი კვება, მოწევასთან, ალკოჰოლიზმთან და სხვა მავნე ჩევევებთან ერთად, ერთერთი განმსაზღვრელია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. სწორედ ამ ასაკშ უნდა შეცვალოს ადამიანმა ცხოვრების წესი იმდაგვარად, რასაც მისი ჯანმრთელობა კარნახობს. ნუ დაკარგავთ დროს!!!

50-60 წელი

50 წლის წემდეგ ჩვენი სხეული იწყებს კუნთოვანი მასის კარგვას – წელიწადში დაახლოებით 0,5-1 პროცენტით. ამ ეფექტის შეჩერებისა და სტაბილურ ფორმებშ შენარჩუნებისათვის ფიზიკურ აქტივობასთან ერტად აუცილებველია ჯანსაღი და მრავალფდეროვანი კვება. ადამიანს სჭირდება გემრიელი, ცილებითა და პროტეინებით მდიდარი საკვები.

60-70 წელი

ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა აშკარად გაიზარდა. და იმისთვის რომ ადამიანი ასკში არ მოტყდეს, შესაბამისი კვება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წონას დაკარგავს და ფიზიკურადაც დასუსტდება. ამ ყვეკლაფერს ხელს უშლის ისიც, რომ როგორც წესი ადამიანები მადასა და გემოს შეგრძნებას კარგავენ, თითქოს ორგანიზმი მცირედი რაოდენობის საკვებიოთაც კმაყოფილდება.ამიტომ აუციელბელია ყველას ახსოვდეს, რომ ამ ასაკშიც აუციელებლია ორგანიზმმა იმ რაოდენობის საკვები მიიღოს, რომ ფიზიკური და გონებრივი სიმხნევე შეინარჩუნოს.

——-

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ საკვები ეს არამარტო ჩვენი ორგანიზმის “საწვავია”, არამედ მისი სოციალური, კულტურული და ტრადიციული გამოცდილებაცაა. შესაბამისად საკვების მიღებამ სიამოვნება უნდა მოგვანჭოს – არა მარტო გემოვნების კუთხით, არამედ მისი სიჯანსაღითაც.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები