ახალი ამბები

რისთვის და ვისთვის მუშაობს განათლების სამინისტრო?

იმისათვის, რომ ამ კითხვაზე მიგვეღო პასუხი თავდაპირველად განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით, გამოცდებთან დაკავშირებული კითხვებით, მათ კი გადაგვამისამართეს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან NAEC.GE. ჩვენ მათგან მივიღეთ პასუხები თუმცა შიძლება ითქვას, რომ პასუხები არ არის სრული, რადგან მთელი წელი მიმდინარეობდა ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით მომავალ წელს როგორი ფორმატით და რამდენი საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს.
1. რა საბუთებია საჭირო სკოლიდან, რომ ეროვნულ გამოცდაზე გასასვლელად?
– მხოლოდ სკოლის სრულფასოვანი ატესტატი უნდა გქონდეთ, სხვანაირად ვერ ჩაირიცხებით უმაღლეს სასწავლებელში.
2. ამჟამად რამდენი უნივერსიტეტი არსებობს?
– ეს ძალიან აბსტრაქტული კითხვაა, ძალიან ბევრი სასწავლებელია და თუ თქვენ ეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი ჩვენს ოფიციაურ ვებგვერდზე NAEC.GE და იქ ას არის ყველა უნივერსიტეტი წარმოდგენილი.
3. აქვს თუ არა ყველა წარმოდგენილ უნივერსიტეტს აკრედიტაცია?
– დიახ რაც ჩვენს გვერდზე არის წარმოდგენილი მათ აქვთ ადრედიტაცია.
4. გამოცდაზე შესვლისას რა უნდა წარადგინოს აბიტურიენტმა?
– მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გამოცდების განრიგი.
5. სავალდებულო იქნება თუ არა მომავალი წლიდან უნარების გამოცდის ჩაბარება? წელს ამბობდნენ, რომ შესაძლოა აღარ მოუწიოთ აბიტურიენტებს ამ გამოცდის ჩაბარება.
– ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რა საგნები იქნება 2020 წელს ჩასაბარებელი, შეიძლება იყოს ცვლილებები.
6. ზოგ აბიტურიენტს რომელიც პირობითად დიღმის მასივში ცხოვრობს, გამოცდის ჩაბარება უწევს ვარკეთილში, როგორ ფიქრობთ ეს არაკომფორტული გარემო უარყოფითად არ იმოქმედებს აბიტურიენტებე? ხომ არ აპირებთ შმდეგი წლისთვის ამ ფაქტზეც გაამახვილოთ ყურადღება და აბიტურიენტები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაანაწილოთ?
– ჩვენ თბილისის ყველა უბანში არ გვაქვს საგამოცდო ცენტრი და ამიტომ შეიძლება დიღმის მასივში მცხოვრობ აბიტურიენტს გამოცდლის ჩაბარება მუხიანშიც კი მოუწიოს, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს ფაქტი აბიტურიენტებზე უარყოფითად მოქმედებს.
ეს ყველაფერი სამომავლოდ, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები კი დღეს, 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგაძე საქართველოს მაშტაბით ოცდასამივე საგამოცო ცენტრში იმყოფებოდა. იგი თავად ეცნობოდა საგამოცდო პროცესს. ბოლო გამოცდას ფიზიკაში კი ხულოში დაესწრო.
აბიტურიენტების თქმით საგამოცდო პროცესმა მშვიდ, წყნარ და მისაღებ პირობებში ჩიარა. მათთვის ერთ-ერთი რთული გამოცდა ზოგადი უნარები აღმოჩნდა. აბიტურიენტების თქმით ზოგადი უნარების ტესტები წინა წლებთან შდარებით გართულებული იყო, რის გამოც მათ საგამოცდო დრო არ ეყოთ. საგამოცდო პასუხებს შეფასებისა გამოცდების ეროვნული ცენტრი აგვისტოს დასაწყისიდან პერიოდულად დადებს, პირველი კი ზოგადი უნარების პასუხებს გაიგებენ აბიტურიენტები.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები