ახალი ამბები

რიყეზე მომხდარ შემთხვევას 1 უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამივე მათგანი უცხოეთის მოქალაქეა. სავარაუდოდ ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ.

შსს-ის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები