ახალი ამბებისაზოგადოება

რიყე-ნარიყალას საბაგირო ხვალ 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 14 აგვისტოს 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, 14 აგვისტოს „თელასის” გეგმიური სამუშაოების გამო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება.

„ამის გამო საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს“, – აცხადებს კომპანია და მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიშის უხდის.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები