ახალი ამბებიპოლიტიკა

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არის გამორიცხული – ირაკლი კობახიძე

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არის გამორიცხული,“ – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ დაუშვებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

„ნაცმოძრაობის დაბრუნების შანსი რეალურად არ არსებობს და ამის გარანტი არის საზოგადოების განწყობა და ამას დავინახავთ არჩევნების მეორე ტურში,“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრების შემდეგ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორი შტაბი შექმნა. ქვეყნის მასშტაბით შექმნილ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი კახა კალაძე.

წყარო: რუსთავი 2

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები