ახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში ტრაგედია დატრიალდა ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რაჭაში ტრაგედია დატრიალდა ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მათ შორის არიან მოზარდები.
ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ამბროლაურიდან ჭრებალოს მიმართულებით მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, შეეჯახა ბორდიურს და ბოძს, რის შედეგადაც მანქანა საკრმიდამო ნაკვეთის ღობეს დაეჯახა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი და 2 მგზავრი (2000 წ. და 1995 წელს დაბადებულები).
ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ავტომანქანის სამმა მგზავრმა (1999, 2000, 2001 წელს დაბადებულებმა).
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახსა და ახლობლებს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close