ახალი ამბებიპოლიტიკა

“რასმუსენის შემოთავაზების არსია რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია არ იქცეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად” – აბესაძე

“ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძე რასმუსენის განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, შემოთავაზების მთავარი არსია რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია არ იქცეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად.

„შემოთავაზებაა, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით ნატო-ს წევრი გახდეს, უბრალოდ, ნატო-ს სამხედრო კოლექტიური თავდაცვის მუხლი იმ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, სადაც დღეს მიმდინარეობს რუსული ოკუპაცია. ხელისუფლების მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყოფა რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენებით, თითქოს, დასავლეთი ჩვენგან ითხოვს, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას შევეგუოთ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვას თავი დავანებოთ, ეს არის ტყუილი და მათი მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყოფა მიანიშნებს მათი დამოკიდებულების სერიოზულობას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ამ წინადადებას მსჯელობა და პოზიციების შეჯერება სჭირდება” – აღნიშნა აბესაძემ.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები