ახალი ამბები

რას ნიშნავს “სასურველი და არასასურველი ბავშვი”. შემთხვევები, როდესაც გოგოებს ზრდიან ბიჭებივით, ან პირიქით

                                                                               ჩასახვის ფსიქოლოგია

                                                               ,,სასურველი და არასასურველი ბავშვი’’

მაია ცომაიას ბლოგი 

ჩასახვა ეს არის რეპროდუქციული პროცესის დასაწყისი, რომლის წარმატებით განხორციელებაში მთავარი პოტენციური მშობლების ფიზიკურ-ფსიქიური ჯანმრთელობაა. ეს ის მნიშვნელოვანი რთული, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესია, რომელზედაც მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და რომელიც მომავალი სიცოცხლის დასაბამია.

მანანა აბულაძე- მეან-გინეკოლოგი, ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამედიცინო ცენტ “ვენუს ჯორჯიას” დამფუძვნებელი გვესაუბრება იმ სავარაუდო ზიანზე, რაც შეიძლება მშობლებმა მოუტანონ ბავშვს თავიანთი უპასუხისმგებლო გაუაზრებელი ქმედებით.

-ქ-ნო მანანა რატომ არის საჭირო ორსულობის დაგეგმვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა იმისთვის, რომ გახდე მშობელი და შექმნა ჯანსაღი მომავალი თაობა?

-პერინატალური ფსიქოლოგიის განხრით ჩატარებულმა კვლევებით და დაკვირვებებით არსებობს მონაცემები იმისა, რომ დედის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ჩასახვის და ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომავალი ბავშვის ფიზიკურ ფსიქიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ,,ტრავმული ჩასახვა’’ (Emerson, W.R.)  ანუ სიტუაცია როდესაც ქალი არ არის მზად დედობისთვის, მაგრამ ამას თანხმდება სხვადასხვა გარემოებების გამო.

 

                          ჩასახვის მოტივები

დესტრუქციული-პარტნიორის შენარჩუნების მიზნით , იყო ,,სხვისნაირი’’  , ,სოციალურუ სტატუსის შეცვლა ,მატერიალური სარგებლისმიღება, შვილის გაჩენა ჩანაცვლების მიზნით, ორსულობა იმ ადამიანისაგან,რომლისგანაც გინდა დაგრჩეს ბავშვი. ორსულობა საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, მარტოხელა ქალებში ბავშვის გაჩენა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ცხოვრების ჩანაცვლებას ბავშვის ცხოვრებით. 

კონსტრუქციული- – სწრაფვა შთამომავლობის  შექმნისკენ, უდიდესი ბედნიერების მოლოდინი, სასურველი ორსულობა ორივე მხრიდან, ფსიქოლოგიური კომფორტი

ჩასახვის დესტრუქციული მოტივებით გამოწვეული ორსულობის უმეტესობა არაცნობიერ დონეზე ხდება. ბავშვი ჩნდება არასასურველ გარემოში და პირობებში, მშობლებისგან ვერ იღებს საჭირო სიყვარულს და სითბოს, შედეგად კი ვიღებთ არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს რომელიც შემდგომში ხდება დესტრუქციული ურთიერთობის და არასრულფასოვანი ოჯახის შექმნის მიზეზი.

ბავშვი ოჯახში იზრდება, ვითარდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. ჯანსაღი ოჯახი, ჯანსაღი მომავლის საჭიროა. ოჯახი ისევე როგორც ცოცხალი ორგანიზმი იქმნება, ვითარდება, მრავლდება, ინგრევა-„შეიძლება ავად გახდეს’’,  შემდგომ გამოჯანმრთელდეს ან დაიღუპოს.

ამერიკელი ფსიქიატრის და ფსიქოლოგის კარლ ბერნის სიტყვებით, ჩასახვის სიტუაციამ შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს ადამიანის გარკვეულ მომავალზე. ანუ რა ოჯახურ სიტუაციაში, ოჯახის განვითარების რომელ სტადიაზე ხდება ბავშვის ჩასახვა-დაბადება  გარკვეულწილად მოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე და მის მომავალ ცხოვრებაზეც.

-რას ნიშნავს “სასურველი და არასასურველი ბავშვი” ? 

-ბავშვი მოსიყვარულე, მზრუნველ ოჯახში უნდა დაიბადოს თუმცა სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ არის და ბავშვის დაბადება არასასურველი ხდება  ერთი ან ორივე მშობლისთვის, რაც შემდგომში უარყოფითად აისახება მომავალი ბავშვის ფსიქიკაზე. საშვილოსნოს კედელში აღმოჩენილი განსაკუთრებული უჯრედები ციტოლიზო რეცეპტორები E2, რომლებიც ნერვულ იმპულსებს გადასცემენ  და ხდება ისე რომ ბავშვმა იცის თავისი განვითარების პირველი დღიდან, რომ არ უნდოდათ მისი დაბადება და ირთვება თავდაცვითი მექანიზმები. ნაყოფი  ცდილობს გაახანგრძლივოს მუცლად ყოფნის პერიოდი.  ამას ემატება, დედის სტრესული განცდები არასასურველი ორსულობის გამო . სტრესული ჰორმონები კი დედიდან ნაყოფის სისხლში ხვდება ორგანიზმის სტრესული სიტუაციის მოსაგვარებლად ,, ენერგიის დაახლოებით 90%ს ‘’ ხარჯავს და რესურსების მხოლოდ 10% რჩება ნორმალური სასიცოცხლო პროცესებისთვის. ეს ყველაფერი კი იწვევს ბავშვის ფიზიკური და ფსიქიური ზრდა- განვითარების შეფერხებას . კვლევებიც ადასტურებს რომ ბავშვები არასასურველი ორსულობიდან ხშირად სუსტები, დაბალი წონის იბადებიან. არასასურველი არიან ბავშვები, რომელთა ჩასახვა არ იყო დაგეგმილი და მათი დაბადებაც არასასურველი იყო ერთ ან ორივე მშობლისათვის. აგრეთვე მათ მიეკუთვნება სქესის გამო არასასურველი ბავშვები რაც საკმაოდ ხშირია დღევანდელ რეალობაში. არასასურველ ბავშვებში – სასურველ ბავშვებთან შედარებით , მეტია ალბათობა შემდეგი ფიზიკური და ხასიათის მახასიათებლებისა:

  • ფიზიკური სისუსტე
  • აქვთ ცუდი მადა
  • სუსტი იმუნური სისტემა
  • უფრო ხშირად ავადმყოფობენ

აგრეთვე უფრო ხშირად ვხვდებით ისეთ პრობლემებს როგორიცაა დეპრესია, აფექტური აშლილობა, არამოტივირებული აგრესია და აუტო აგრესია( ფრჩხილების კვნეტიდან დაწყებული სუიციდით დამთავრებული) დამოკიდებულება ალკოჰოლის, ნარკოტიკების და აზარტული თამაშების მიმართ. არიან უფრო ეჭვიანნი, მერყევები არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ შეუძლიათ სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება, აქვთ არადამაჯერებელი ქცევა, უჭირთ წარმატების მიღწევა სამსახურეობრივ და ოჯახურ ცხოვრებაში.

არასასურველი ბავშვები მუდმივად ცდილობენ დაუმტკიცონ მშობლებს თავიანთი უპირატესობა და-ძმებზე, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად აქვთ უარყოფილობის კომპლექსი და ხშირად ყურადღების მიქცევას ცდილობენ ავადმყოფობით, სუიციდის მცდელობით, შეიძლება განუვითარდეთ აგრესიული დამოკიდებულება მშობლების მიმართ.

არის შემთხვევები როდესაც არასასურველობა ადამიანებში გვევლინება წარმატების მიღწევის მოტივად, ისინი ხდებიან ყველაზე შეუპოვარი მებრძოლები. მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან.  რათა დაუმტკიცონ გარშემომყოფებს თავიანთი შესაძლებლობები და უპირატესობები. რადგან ჰგონიათ რომ მხოლოდ ამ გზით შეძლებენ მათგან ყურადღების, სიყვარულის და აღიარების მიღებას.

-ხშირია, სქესის გამო ბავშვზე უარის თქმაც, ესეც ხომ “არასასურველ” ბავშვად აღიქმება? 

-რაც შეეხება სქესის გამო არასასურველ ბავშვებს, ამ შემთხვევაში მშობლები ვერ ეგუებიან ბავშვის სქესს და ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგოებს ზრდიან ბიჭებივით, ან პირიქით. რის გამოც ბავშვებს შეიძლება პრობლემები წარმოექმნათ სქესობრივ და სექსუალურ იდენტიფიცირებაში. გაუჩნდეთ მიდრეკილება ჰომოსექსუალობისკენ, და გამოუვლინდეთ სხვადასხვა სექსუალური აშლილობები. თუმცა ბავშვები, რომლებიც იბადებიან არასასურველი ორსულობის შედეგად ყოველთვის როდი ითვლებიან არასასურველად.

-შეიძლება თუ არა დედებს შეეცვალოთ  დამოკიდებულება ორსულობის მიმართ და რა ხდება ამ დროს?

– მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ იმ დედებს, რომლებსაც უარყოფითი განცდები ჰქონდათ ორსულობის გარკვეულ პერიოდში ნაყოფის პირველი მოძრაობის შემდეგ ეს განცდებით დადებითად შეეცვალათ. აღსანიშნავია, ისიც  რომ არასასურველი ორსულობის შედეგად დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც უყვართ მშობლებს , ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფით მხარეები ნაკლებად უვითარდებათ.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები