ახალი ამბებიპოლიტიკა

“რამდენიმე წლის წინ თბილისში ესროლეს რუსებმა…ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” წევრი , ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ეხმაურება.წიკლაური ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია.

“გუშინ გერმანიაში მოკლეს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მეგობარი, კავკასიის დიდი პატრიოტი და თავისუფლების მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილი. ერთი მათ შორის, ვინც დაუხვდა კავკასიაში შემოჭრილ რუსებს.

რამდენიმე წლის წინ თბილისში ესროლეს რუსებმა, დაჭრეს ოთხი ტყვიით და სახელმწიფომ სხეულის მსუბუქი (!!!) დაზიანებით აღძრა საქმე და დაცვის გამოყოფაზეც უარი თქვა. გაქრა ვიდეოკამერების ჩანაწერებიც…
მერე წავიდა საქართველოდან და ახლა გერმანიაში ესროლეს უკვე სასიკვდილოდ.

ბევრმა არ იცის, რომ ზელიმის უშუალო ჩარევის გარეშე ჩვენ გვექნებოდა ბევრად მეტი მსხვერპლი ლაფანყურის სპეცოპერაციისას; ზელიმხან ხანგოშვილი იყო ის კაცი, ვინც ყველანაირად ცდილობდა, რომ პანკისელი მოზარდები არ წასულიყვნენ სირიის სასაკლაოზე. აგრეთვე, ზელიმხანი იყო იმედიანი კაცი, რომელიც მხარს უჭერდა კავკასიელების ბრძოლას ყველგან და მთელი მისი ძალ-ღონით.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია. ეს ტყვიები მას ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა.

ხსოვნა იყოს ამ საუკეთესო კაცის, თავდადებული კაცის, რომლის სახელი შეუერთდა რუსების ძალმომრეობასთან მებრძოლ გმირთა უკვდავ გუნდს.

სამძიმარი პანკისელებს და ყველას, ვინც რუსულ იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლას აგრძელებს” წერს წიკლაური.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები