ახალი ამბებიპოლიტიკა

“რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ჰგონიათ, რომ უკვე მაგარი კომპანია აქვთ” – კალაძე კომპანიებს აკრიტიკებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.

კალაძე კონკრეტულად 2 პროექტს გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს შეეხო.

“მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი… მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ… სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ – დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები” – აღნიშნა თბილისის მერმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები