ახალი ამბებიპოლიტიკა

„რადაც არ უნდა დამიჯდეს მე ამას გავაკეთებ“

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყიდა და ახლა ის ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს. ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის,“ ეს არის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში ცემენტის, 50%. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა.

ეს იმას ნიშნავს,რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესების,რომელიც აწარმოებს ცემენტს და მეორე – გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი. ეს არის მონოპოლია და ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე, რადაც არ უნდა დამიჯდეს მე ამას გავაკეთებ.

საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები