ახალი ამბებიმედიცინა

რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს

ხშირად დასმული კითხვები

 როგორ ვუმკურნალოთ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს

 “ჰაიმორიტი” და “ფრონტიტი“-ამ დაავადებების შესახებ ბევრს სმენია, და ისიც, რამდენი გართულების მოტანა შეუძლიათ მათ.

როგორ გავუმკლავდეთ აღნიშნულ პათოლოგიას სრულიად ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით, ამაზე ოტორინოლარინგოლოგი ოლღა ზვერევა-ჩოგოვაძე გვესაუბრება

 ჰაიმორიტი და ფრონტიტი ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებია. ამ დაავადებების საერთო სახელწოდება სინუსიტი გახლავთ. განასხვავებენ სინუსიტის ორ ტიპს: მწვავე სინუსიტს– გრძელდება 2-3 კვირა, ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია, შემდგომ კი ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან და ქრონიკულ სინუსიტს, რომელიც,  არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ ვითარდება.

რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს?

— მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია, მარტივად რომ ვთქვათ- ჩვეულებრივი გაციებაა. ვირუსს შესწევს უნარი შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას.

რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს?

–  სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში გადადის. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და ანთებითი ექსუდატი აწვება სინუსების კედლებს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ლოყისა და ყვრიმალის არეში, ეთმოიდიტისთვის – ქუთუთოებისა და თვალბუდის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის. ფრონტიტის დროს სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციის ადგილას, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით – შუბლის მიდამოში. სფენოიდიტი  მიმდინარეობს ყურების, კისრისა და თავის ზედა ნაწილის ტკივილით.

როგორ მკურნალობთ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს?

-ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით კონსერვატული მეთოდი- ცხვრის წვეთები, სპრეი, მალამოები და ანტიბიოტიკები ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორიც არატრადიციული ანუ ფიტოთერაპიით მკურნალობა. ეს გახლავთ მცენარეული სანთლის წვის შედეგად მიღებული ბოლის შესუნთქვა, რომელიც აღწევს პირდაპირ წიაღებში, გამოყავს ექსუდატი (ჩირქი), აშრობს და სრულად აქრობს ანთებით პროცესსდღევანდელ დღეს ამაზე ეფექტური მეთოდი არ არის არც ტრადიციულ და არც ხალხურ მედიცინაში.

ხშირად დასმული კითხვები თქვენი მეთოდის თაობაზე

რამდენად ეფექტურია მკურნალობის მეთოდში გამოყენებული სანთლები?

-ჩემი პასუხი უკვე მოგახსენეთ, დღევანდელ დღეს ამაზე ეფექტური მეთოდი არ არის არც ტრადიციულ და არც ხალხურ მედიცინაში.  

კურნავს თუ არა ქრონიკულ ანთებებს? დიახ, კურნავს მწვავე და ქრონიკულ ანთებებს

შეიძლება თუ არა ალერგიული რინიტის დროს? -რა თქმა უნდა, შეიძლება

შესაძლებელია თუ არა ამ მეთოდით პოლიპების განკურნება?
-პოლიპების დროს უფრო ხშირად საქმე გვაქვს ანთებით პროცესებთან ან ალერგიასთან. მკურნალობის შედეგად ხდება პოლიპების გაწოვა.
მკურნალობთ პაციენტს სხივების შემდეგ?
– სხივების შემდეგ პაციენტს სჭირდება უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, რადგან ექსუდატი არის მკვირივი, კედლებზე მიმაგრებული და გამოსვლა უჭირს.
გყავთ უკმაყოფილო პაციენტები?
-ამ მეთოდით აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ჰგონიათ, რომ  2-3 პროცედურით შეიძლება განკურნება, ზოგიერთიც  კი, როგორც  უკეთ იგრძნობს თავს-წყვეტს მკურნალობას, რაც არ შეიძლება.
და ბოლოს,  მკურნალობის ხანგრძლივობაზე…
-სრული განკურნებისთვის საჭიროა საშუალოდ 2 თვე -ინდივიდუალურად.
თუ პაციენტი სწორად მიჰყვება მკურნალობის კურსს-სრულიად გამოჯანმრთელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფასური უკან დაუბრუნდება.


დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ ქ-ონ ოლღას მიმართოთ ტელ: 593 43 96 10

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის №9 (ყოფილი რკინიგზის სავადმყოფო)

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები