ახალი ამბებიპოლიტიკა

“ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი საარჩევნო პროცესის შედეგად, ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული დახმარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილება 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩვენს ორიენტირს გაუსვამს ხაზს. პარლამენტს უფრო მეტად წარმომადგენლობითს გახდის საზოგადოების ფართო ნაწილის პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყოფით.

ეს ფაქტი, რასაკვირველია საბჭოთა მემკვიდრეობას გადალახავს, როდესაც ერთი პარტია და ერთი ადამიანი მართავდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შესაძლოა პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ინსტიტუციურად ნებისმიერ სხვა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიას დაემსგავსება.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები