ახალი ამბები

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა

დღეს, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები 

მინისტრმა მიმოიხილა პროგრამის შედეგები და არსებული გამოწვევები.
ერთ-ერთი სიახლე კი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურება.

დავით სერგეენკომ ექიმებს მედიკამეტების პროგრამის სიახლეები გააცნო

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო. მინისტრმა მიმოიხილა პროგრამის შედეგები და არსებული გამოწვევები. ერთ-ერთი სიახლე კი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურება. ეს აფთიაქებია:1. „PSP“ 2. “ავერსი“3. „ჯიპისი“4. „ფარმადეპო“5. „სახალხო აფთიაქი“ ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს:•გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;•შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);•ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);•ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;•ეპილეფსია;•პარკინსონის დაავადება.პროგრამის მოსარგეებლეები არიან:•სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;•საპენსიო ასაკის მოქალაქეები•მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; •პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;•ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.#ჯანდაცვა2019

Posted by დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო on პარასკევი, 03 მაისი, 2019

ეს აფთიაქებია:
1. “პსპ”
2. “ავერსი“
3. „ჯიპისი“
4. „ფარმადეპო“
5. „სახალხო აფთიაქი“
ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.

პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს:
• გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
• შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
• ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
• ეპილეფსია;
• პარკინსონის დაავადება.

პროგრამის მოსარგეებლეები არიან:
• სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;
• საპენსიო ასაკის მოქალაქეები
• მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
• პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
• ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები