ახალი ამბებისოციალური მედია

ქისტი კაცი პანკისიდან : გამოწვევას ვუგზავნი ყველას,ყველას!

პირველ რიგში იმ ადამიანებს ვისაც პანკისში მომხდარმა შემთხვევამ ( ინციდენტმა ) მისცა საბაბი, მათ ვინც თითქოსდა უკვე წლებია ელოდებოდნენ ჩვენი მხრიდან შეცდომებს და აჰა!, აგერ ხომ გაქვთ მიზეზი. მიდით და ლანძღეთ და იქნებ ბოლომდე გაანადგუროთ ჩვენი ურთიერთობები. მაგრამ არა! თქვენ ვერ შეძლებთ ამას ,დიახ ვერ მოესწრებით….

გასაფრენად გამზადებული ჩიტი, ხელის აქნევას ელოდებოდაო ასე ჩანს ზოგზოგიერთთა შურითა და სიბოროტით აღვსილი გულის ზრახვები.

თუმცა არასდროს არ დაგავიწყდეთ! დიახ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ზოგზოგიერთი თქვენნაირი მხოლოდ სახელით ( ქართველი ) – ის მსგავსად ვაპერირებდეთ ვითომ და პატრიოტობას
არა, თქვენ უფრო ფსევდოპატრიოტობა გირჩევნიათ, ვინემ საკუთარი სამშობლოს შვილთა მიმართ სიყვარულის გამოვლენა.

თქვენ ზოგზოგიერთებს თურმე სისხლი გწყურიათ,დიახ სისხლი, ისიც თქვენივე ძმებისა, თქვენივე სისხლი და ხორცისა.

ჩვენ ქისტები ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით საქართველოს სისხლისა და ხორცის ნაწილი, რომლებიც ასევე ვიცავდით საქართველოს შვილთა ერთობას და სიყვარულს საკუთარი სისხლის ფასად და რა თქმაუნდა ასე იყო და იქნება სამარადისოდ რათა გავაერთიანოთ და დავიცვათ ჩვენი საქართველო, რომლის მიწასაც აბარია ჩვენს წინაპართა წმინდა სხეულები.

სხვათაშორის ჩვენ ქისტებს ბოდიშის მოხდა არ გვეთაკილება, მითუმეტეს მაშინ, როდეს საქართველოს შვილთა შორის დაშვებულ შეცდომებზე გვაქვს საუბარი. ბოდიშს ღირსეულად მხოლოდ ღირსეული ვაჟკაცები იხდიან და თუ ზოგიერთი თქვენთაგანისთვის მიუღებელია ,შენანება, როგორც პატრიარქმა ბრძანა, მაშინ თქვენ უბრალოდ საქართველოს მტრები ყოფილხარ და სხვა არაფერი…

პანკისელები,ეს ის ადამიანები ვართ, რომლებიც სრულად ვეზიარეთ არა მარტო ქართულ კულტურას, არამედ მამული,ენა, სარწმუნოებასაც. ჩვენმა პატარებმა 2 წლიდანვე იციან ქართული ენა, კულტურა და მამულის ღირსების დაცვა.

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს და მის შვილთა მიმართ სიყვარულში შეჯიბრება არ დაგზარდებათ..
ვინც მზად არის გამოწვევის მისაღებად კომენტარის სახით დააფიქსირეთ…

ასე რომ აგერ ვარ პანკისელი და შემეჯიბრეთ საქართველოს სიყვარულში…….
პატივისცემით თემური ცათიაშვილი.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები