ახალი ამბებისოციალური მედია

“ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში…ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა” – გიორგი გვარჯალაძის ემოციური მიმართვა

ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე მეგობრებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.მისი თქმით ყველაფერი, რაც წაკითხული ან ფილმში ნანახი ჰქონდა თავს გადახდა, მაგრამ ყოველთვის მეგობრების დახმარეთ შეძლო “გაფრენა”.
“ყოველი აფრენა იყო უფრო ზემოთ და ყოველი დაცემა – უფრო ქვემოთ (ლ. ბურდული). ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.
ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა – უმძიმესად (ჩემსავით) დაკავებული ადამიანები მთელი დღეები ჩემთან იყვნენ, ყოველი თავის აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა…
მეგობრებო – მადლობა x 1 000 000 000!” – წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 4 ივნისს 15 წლის გოგონა, ლენო გვარჯალაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. გოგონა მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის და ტელეწამყვან ლულუ კახიანის შვილია.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები