ახალი ამბებიპოლიტიკა

“ყოფილი დირექტორის და ყოფილი მფლობელის მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს” – თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსთავი 2″ – ის განადგურების მცდელობა , ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპური ქმედებაა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა, მათ შორის მათ, ვისაც პარლამენტში მუშაობა უწევდა, ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვფიქრობ, რომ მათი ნაწილისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და რომ ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში არ შედიოდა.

“ყოფილი დირექტორის და ყოფილი მფლობელის მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს. ეს არის მათი ტიპური ქმედება. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს, ასეთი მიდგომა აქვს ზოგადად. როგორც ჩანს, ეს ამჯერად გადაწყვიტა, გამოიყენოს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ და ევროპულმა სასამართლომ თქვეს, რომ მას არ ეკუთვნის „რუსთავი 2“ და ეკუთვნის სხვა მფლობელს. ვფიქრობ, ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ნაწილად ქცეული არხის განადგურება სურს ყოფილ დირექტორს, რომელმაც ბოლო პერიოდში ის აქცია არაეთიკურობის, უზრდელობისა და ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ადგილად, რაც ძალიან არასასიამოვნო, არასწორი და დამაზიანებელი იყო მედიისთვისაც და თვითონ არხისთვისაც. ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ მცდელობა, საბოლოოდ განადგურდეს არხი, არ არის სწორი დამოკიდებულება ტელევიზიასთან და მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში. მე რომ ვიყო მედიის წარმომადგენელი, თუ სადმე ექნებოდა აზრი მუშაობას პროფესიონალურად და ბრძოლას, ეს იქნებოდა სწორედ „რუსთავი 2“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ობიექტურ, კრიტიკულ არხად“, -აღნიშნავს ჩუგოშვილი.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები