ახალი ამბებიმსოფლიო

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მეოთხე შვილს ელოდებიან

ბრიტანული მედია წერს, რომ სამეფო ოჯახს შესაძლოა, კიდევ ერთი ბავშვი შეემატოს. როგორც express.co. იტყობინება, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მეოთხე შვილს ელოდებიან.

ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილის ნათლობაზე მყოფი , ქეით მიდლტონის ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე მას მუცელზე უდევს ხელი.აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო ოჯახი არ გამოხმაურებია.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ. ამ ქორწინებიდან მათ სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯი ( 22 ივლისი, 2013) , პრინცესა შარლოტი ( 2 მაისი, 2015) და პრინცი ლუისი ( 23 აპრილი, 2018).

შეგახსენებთ, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას , პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი შვილი, ორი თვის არჩი უინძორში 7 ივლისს მონათლეს. წყვილის გადაწყვეტილებით, პრინც არჩის ნათლობის ცერემონია დახურული იყო და მას 25-მდე ადამიანი ესწრებოდა.არ­ჩის, სა­მე­ფო ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ნათ­ლო­ბის კაბა ეცვა. არჩის ნათლიების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები