ახალი ამბებიპოლიტიკა

ქართველი ექიმი ივანიშვილის აგარაკთან შიმშილობას იწყებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან ხვალიდან შიმშილობას იწყებს. ექიმს საინიციატივო ჯგუფის წევრებიც უერთდებიან.
ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
ჭელიძის განცხადებით, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა მედპერსონალს ამ დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ექიმის განცხადებით, კლინიკის გადაცემა ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც აპროტესტებენ და ითხოვენ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები