ახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” მთაწმინდის მაჟორიტარ-კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

„ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან, მთაწმინდა არის ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო.

ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა, ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვისაც განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა“,- განაცხადა პრემიერმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები