ახალი ამბებიმედიცინამსოფლიო

ქართული პროტოკოლი COVID-19-ის მკურნალობის დროს

ვაქცინაციის დაწყებამდე, მსოფლიოს მინიმუმ ერთწლიანი ლოდინი დასჭირდება

დამტკიცდა COVID-19-ის მკურნალობის „ქართული პროტოკოლი“

მაია ცომაიას ბლოგი

37-გვერდიანი პროტოკოლი  ჯანდაცვის სამინისტრომ 24 მარტს დაამტკიცა.

პროტოკოლის ავტორები
თენგიზ ცერცვაძე – მედიცინის დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური
დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, პროფესორი;

მარინე ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
სამედიცინო დარგში;
ლევან რატიანი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, პირველი საუნუვერსიტეტო
კლინიკის გენერალური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
პროფესორი;
აკაკი აბუთიძე – მედიცინის დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი, ივანე
ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა
და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი;
ალექსანდრე გოგინავა – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტი;
რევაზ მეჭურჭლიშვილი – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის უმცროსი ექიმი.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Coronavirus disease 2019 (COVID-19) Situation Report. 22 March, 2020. World Health
Organization.
https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200322-
sitrep-62-covid-19.pdf?sfvrsn=f7764c46_2
2. https://www.ecdc.europa.eu/en/novel-coronavirus-china
3. https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=d5870c9c-399a-42b7-9898-f175fff7cee7
4. Global Surveillance for COVID-19 disease caused by human infection with novel
coronavirus (COVID-19) Interim guidance 27 February 2020.
https://www.who.int/publications-detail/global-surveillance-for-human-infection-withnovel-coronavirus-(2019-ncov)
5. Clinical management of severe acute respiratory infection (SARI) when COVID-19
disease is suspected. Interim guidance 13 March 2020
https://www.who.int/publications-detail/clinical-management-of-severe-acuterespiratory-infection-when-novel-coronavirus-(ncov)-infection-is-suspected
6. https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/symptoms-testing/symptoms.html
7. Diagnosis and Treatment Protocol for Novel Coronavirus Pneumonia (Trial Version 7).
Released by National Health Commission and State Administration of Traditional
Chinese Medicine on March 3, 2020.
8. ARDS Definition Task Force, Ranieri VM, Rubenfeld GD, et al. Acute respiratory
distress syndrome: the Berlin Definition. JAMA 2012;307:2526-33

პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე, სხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.

პროტოკოლი განიხილავს ახალი COVID-19-ით დაავადებულთა კლინიკურ გამოვლინებებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, დაავადების თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებებს.

როგორც 24 მარტს დამტკიცებულ სახელმწიფო პროტოკოლში ვკითხულობთ, COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევრის და ექსპერტის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.

მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი).

უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობას არ საჭიროებენ. მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

პროტოკოლის თანახმადვე, პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას

მსოფლიოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან დღემდე, 85 დღე გავიდა. კითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული პრეპარატი კორონავირუსის მკურნალობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი ძალიან მოკლე პასუხს სცემს – „ჯერ არა“. ამ დროისათვის, არც კონკრეტული წამალი და არც ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, შექმნილი არ არის.

ჯანდაცვის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის დაწყებამდე, მსოფლიოს, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთწლიანი ლოდინი დასჭირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არანაირ კონკრეტულ თარიღზე არ აკეთებს აქცენტს და უბრალოდ წერს, რომ „შესაძლო ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატები კვლევის პროცესშია“.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ, ჯერჯერობით, არ დამტკიცებულა ერთი კონკრეტული პრეპარატი, ექიმები და მეცნიერები მსოფლიოში რამდენიმე პრეპარატზე შეჯერდნენ, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. მათ შორისაა საქართველოც.

თუკი აქამდე ქართველი ექიმები ე.წ. მარსელის პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდნენ, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ, მარსელის უნივერსიტეტის ინფექციურმა კათედრამ დაამუშავა და რომლის თანახმადაც, პაციენტების მკურნალობის პროცესში, სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად, მედიკამენტი პლაქვენილიც გამოიყენებოდა, 24 მარტიდან საქართველოს „ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო პროტოკოლი“ აქვს, სადაც კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად სწორედ პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობა სახელდება.

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები