ახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართული ოცნება” კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობს არჩევნების ბედის გადაწყვეტას” – ირმა ნადირაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა, 18-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით იმნაძე ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე.

“ქართული ოცნების” აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა რომ ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი, ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა, რომ ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს მმე-17 უბანზე. ბატონი დავითი არც პოლიციის უბანშია, არც რამე საყვედური მიუღია, უბრალოდ გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა ისევ მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა. როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობა გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც ისინი გვეუბნებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და შესაბამისად, ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. საერთოდ კლიმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შექმნა საარჩევნო უბნებზე, არის ძალიან მძიმე. ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან “ქართლი ოცნების” ხელისუფლების ოფიციალურად წარმომადგენლებთან ერთად” – აღნიშნა ნადირაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები