ახალი ამბებისაზოგადოება

ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

25 ნოემბერს, ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი გაიხსნება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გახსნა დაკავშირებულია მუზეუმის 50-ე წლისთავთან. ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ბაზაა.

განახლებული მუზეუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქალაქ თბილისის მერი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი 25 ნოემბერს, 14:00 საათზე, უზნაძის #51-ში გაიხსნება.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები