ახალი ამბები

„ქართუ“ საპროტესტო აქციიაზე დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს დაფარავს

თბილისში, 20-21 ივნისს პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს ფონდი “ქართუ” დაფარავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთნდილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად სტამბოლში მკურნალობას აქციის დროს დაშავებული ერთი პოლიციელი გადის, რომელსაც თვალის პრობლემა აქვს, მისი მხედველობა უარესდებოდა. ასევე სტამბოლში გაემგზავრება კიდევ ერთი პოლიციელი.
მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი მკურნალობს და იქვე დღეს ერთი პაციენტი გაემგზვარება. 3 პაციენტის გამგზავრება კი, ისრაელის კლინიკაში მოხდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები