ახალი ამბებიმსოფლიო

პუტინი: უკვე ხუთი-ექვსი სქესი მოიფიქრეს, ტრანსფორმერები, ტრანს… ვერ გამიგია, ეს რა არის…

„ბავშვებს თავი დაანებეთ. ახლა უკვე ხუთი თუ ექვსი სქესი უკვე მოიფიქრეს, ტრანსფორმერები, ტრანს… კიდევ რაც არის. ვერ გამიგია, ეს რა არის. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მისცეს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლგბტ თემი აგრესიულად ახვევს თავს თავის აზრებს ხალხს და მოუწოდა, რომ უფრო ლოიალურები იყვნენ ერთმანეთის მიმართ.

დღეს ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ინსტაგრამზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ვლადიმირ პუტინის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკა, რომელიც აღიარებს მულტიკულტურალიზმსა და სექსუალურ მრავალფეროვნებას, მოძველდა. მან ტექსტი პუტინისადმი მიმართვის ფორმით გამოაქვეყნა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები