ახალი ამბებიპოლიტიკა

პროტესტი გიორგი გახარიას გაპრემიერების წინააღმდეგ – პარლამენტთან აქცია დასრულდა

სამომავლო, ფართომასშტაბიანი აქცია კვირას 8 სექტემბრისთვის დაიგეგმა, როდესაც პარლამენტმა დასვენების დღის მიუხედავად, პლენარულის სხდომა უნდა გამართოს და „ახალ მთავრობას“ გიორგი გახარიას მეთაურობით, კენჭი უნდა უყაროს.

საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს პარლამენტში მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან გაიმართა, დასრულებულია.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც 20 ივნისს თავის ხალხს „გავრილოვის სისხლიანი ღამე“ მოუწყო, კი არ უნდა დააწინაურონ, არამედ პასუხისმგებლობა დააკისრონ.

სამომავლო, ფართომასშტაბიანი აქცია კვირას 8 სექტემბრისთვის დაიგეგმა, როდესაც პარლამენტმა დასვენების დღის მიუხედავად, პლენარულის სხდომა უნდა გამართოს და „ახალ მთავრობას“ გიორგი გახარიას მეთაურობით, კენჭი უნდა უყაროს.

ამავდროულად პარლამენტის წინ ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება საპროტესტო აქცია “სირცხვილია”, დღევანდელი აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე სწორედ ამ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები