ახალი ამბებიპოლიტიკა

პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი – ოპოზიცია მმართველ გუნდს სამპუნქტიან პირობას უყენებს

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით საქაღთველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარადგინეს, რომელსაც საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე აწერდა ხელს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
“2019 წლის ზაფხულში დაწყებული სახალხო პროტესტის ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდა შეესრულებინა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ერთბლივი და მრავალწლიანი მოთხოვნა და დათანხმებულიყო შემდეგი არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

2019 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების დეპუტაციამ საქართველოს პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ასევე შესულია 20 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებული და 230 000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს სრულიად პროpპორციულ სისტემაზე გადასვლას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მივმართავთ ხელისუფლებას:

• დაუყოვნებლივ დარეგისტრირდეს ორივე კონსტიტუციური კანონის პროექტი;

• სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის კომისია, რომლის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ორივე კანონპროექტი;

• ამ კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ კომისიის მუშაობაში. აქვე ვაცხადებთ, რომ ეს არის საერთო გამარჯვება და ოპოზიციური პარტიები არ მივცემთ საბაბს და შესაძლებლობას ხელისუფლებას, უკან წაიღოს ეს დაპირება,” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები