ახალი ამბებისამართალი

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩხუბის დროს პ.მ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო ს.პ.-ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის მიზნით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც პ.მ. და ს.პ. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები